უკვე რამდენიმე კვირაა მომღერალი Beyonce საკუთარი ბრენდის Ivy Park-ის და Adidas-ის მიერ შექმნილ კოლაბორაციას, Icy Park-ს აქტიურად არეკლამებს, თუმცა გადაღებებზე მონაწილეობას თავად მომღერლის გარდა ცნობილი მოდელი, ჰეილი ბოლდვინიც იღებს, რომლის უახლესი ფოტოები სოციალურ ქსელში ახლახანს გავრცელდა.
ჰეილიმ ახალი კოლექციის რეკლამირებისთვის სხვადასხვა იმიჯი მოიხდინა. რამდენიმე ფოტოში მას ცისფერი სამოსი, სპორტული შარვალი და მაისური ან ამავე ფერის კაბა აცვია, თუმცა ამასგარდა მოდელმა თეთრ ფერში გადაწყვეტილი იმიჯიც მოიხდინა.
შეგახსენებთ, რომ Ivy Park x Adidas-ის ახალი კოლექცია Icy Park მსურველებისთვის ხელმისაწვდომი 19 თებერვლიდან გახდება.