2021 წლის 21 იანვარს ცნობილი ქართველი მომღერალი - ქეთა თოფურია მეორედ გახდა დედა. ვარსკვლავსა და მის რჩეულს, ლევ დენგოვს ბიჭი ეყოლათ, რომელსაც ადამი დაარქვეს.
რამდენიმე საათის წინ, მომღერალმა სოციალური ქსელების გამომწერებს პატარა საიდუმლო გაანდო და გააჟღერა, რომ ადამისთვის Newborn ფოტოსესია მოაწყო, შესაბამისად გამოაქვეყნა რამდენიმე კადრიც, რომლებშიც უჯროსი შვილი - ოლივიაც ფიგურირებს.
"მე ვნერვიულობდი, რადგან ვფიქრობდ, შეიძლება ამ ასაკში ფოტოსესია ბავშვისთვის არაკომფორტული იყო, თუმცა მინდოდა ეს მომენტები სამუდამოდ დამეფიქსირებინა," - დაწერა მან.
აღსანიშნავია, რომ ბევრი დედისგან განსვხვავები, ქეთა თოფურია შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქტიურად გვიზიარებს: