OK! გიამბობთ ზოომაღაზია Foxy-სა და მის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. აღნიშნული მაღაზია 2018 წელს დაარსდა. დაუღალავი შრომის, დიდი ძალისხმევის, რთული კონკურენტული გარემოსა და სხვადასხვა კომპანიის მხრიდან შექმნილი პრობლემების მიუხედავად, Foxy-იმ შეძლო განვითარება და 3 ფილიალის გახსნა. 28 თებერვალს ერთ-ერთ მათგანს 3 წელი შეუსრულდება.
აღსანიშნავია ის სოციალური პროექტებიც, რომლებსაც აღნიშნული ზოომაღაზია გახსნის დღიდან ახორციელებს. პირველი პროექტი, რომელიც Foxy-იმ საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა, იყო მიუსაფარი ცხოველების დაპურება. ძალიან ბევრი ადამიანისგან შედიოდა შეტყობინებები რჩევის სახით, იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეიძლებოდა ეპოვათ მსგავსი პრობლემის მქონე ძაღლები. ამდენად, დამფუძნებელმა თავის მეგობრებთან ერთად თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, მამკოდის ტყის გავლით თითოეული ძაღლის გამოკვება დაიწყო, რომელიც გზად შემოხვდებოდათ. ისინი აღნიშნულ საქმიანობას პერიოდულად კვლავაც ეწევიან.
შემდეგი პროექტი გახლდათ პანდემიის დროს ცხოველებისა და ფრინველების საკვების განახევრებულ ფასად გაყიდვა. მიუხედავად კონკურენტული გარემოსა და პროდუქციის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან გაზრდილი ფასებისა, აღნიშნული ზოომაღაზია არ დანებდა და გაუმკლავდა კიდეც ყოველივე ამ სირთულეს ისე, რომ ბოლომდე მომხმარებლის ერთგული დარჩა.
ცოტა ხნის წინ Foxy-ის გუნდმა დაიწყო იმ ოჯახების დახმარება, რომლებიც პანდემიამ ულუკმაპუროდ და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვა. დამფუძნებლის ინიციატივით, Foxy-ის აღნიშნული სოციალური პროექტი იყო გაუხმაურებელი, ვიდრე ბენეფიციარებმა თავად არ დაიწყეს ამასთან დაკავშირებით საუბარი. მომავალში კვლავაც იგეგმება აღნიშნული მაღაზიის გაფართოება. მისი დამფუძნებლის თქმით, სულ მალე ქალაქის ყველა უბანში გაიხსნება Foxy-ის ფილიალები და კვლავაც გაგრძელდება ახალი სოციალური პროექტების ორგანიზება, რომელსაც Foxy თავადვე განახორციელებს.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი
Foxy-ის საკონტაქტო ინფორმაცია:
Facebook: Pet store Foxy ზოომაღაზია „ფოქსი“
ტელ: 555 70 05 32