ამერიკელი მოდელი და მსახიობი პერის ჰილტონი და მისი მეგობარი მამაკაცი ანტრეპრენერი კარტერ რეუმი დაინიშნნენ. ოფიციალურ ინფორმაციას Vogue ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა ერთმანეთი კლიპ Heartbeat-ის გადაღების დროს 2006 წელს გაიცნო, თუმცა მათ ურთიერთობა 2019 წელს დაიწყეს.
"ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. მე მქონდა უნიკალური შესაძლებლობა ბოლო 15 თვის განმავლობაში გამეცნო ნამდვილი პერისი და საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი, რადგან ის უნდა გახდეს ჩემი პარტნიორი და მომავალი მეუღლე. პერისი ბრწყინავს თავისი კეთილშობილებითა და ჭეშმარიტებით." - განაცხადა კარტერმა პერის ჰილტონის შესახებ.