რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები Skims-ის ახალი კამპანიდან, რომელშიც კიმ კარდაშიანთან ერთად, მისი დები - ქენდალ და კაილი ჯენერებიც მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წინასავალენტინო კამპანიამ არაჩვეულებრივად ჩაიარა, მაინც აღმოჩნდა ერთი დეტალი, რამაც საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა.
საქმე ამჯერად ფოტოშოპს ეხება, რომლის გამოყენებაშიც ქენდალ ჯენერს ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და შემთხვევით გადაღებული მომენტი გამოჩნდა, რომელთა შორის სხვაობასაც სწორედ ფოტოშოპს მიაწერენ.
"ყველა ლამაზია ისეთი, როგორიც არის, ფოტოშოპის გამოყენება უნდა შეწყდეს," - დაწერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა.