35 წლის სუპერმოდელი ირინა შეიკი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა მას ხშირ შემთხვევაში მისი ქალიშვილი, 3 წლის ლეა კუპერი ახლავს თან. ახლახანს კი მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში მარტო სეირნობისას დააფიქსირეს.
ირინამ არჩევანი კომფორტულ და ამავდროულად გემოვნებიან იმიჯზე შეაჩერა. მას წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი, ტყავის ქურთუკი ეცვა, რომელსაც ჯინსის შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი შავ ჩანთასთან ერთად შეუხამა.