39 წლის ვარსკვლავი, ეშლი რობერტსი არაჩვეულებრივი გემოვნებით ნამდვილად გამოირჩევა. პაპარაცების ობიექტივში ის საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა მისი ჩაცმის სტილის გამო ის ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს და მუდამ შესანიშავ ფორმაშია. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა.
ეშლიმ ფერადი და გემოვნებიანი სტილი მოიხდინა. მას ბრენდ House of Sunny-ის 90 ფუნტის ღირებულების, ჭრელი მაისური ეცვა, რომელსაც ბეჟი შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ნაცრისფერ თრენჩთან და JACQUEMUS-ის ცისფერ ჩანთასთან ერთად შეუხამა.