28 წლის სუპერმოდელი, კარა დელევინი მოდის ინდუსტრიაში პირველად 10 წლის ასაკში გამოჩნდა და მას შემდეგ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს ის უამრავი ცნობილი ბრენდის სახეა, ამჯერად კი მან ბრენდ Puma-ს ახალი კოლექცია წარადგინა.
უახლეს კადრებში მოდელს სამოსი ბრენდის ახალი, იოგას კოლექციიდან აცვია. მან ხაკისფერი ტოპი და ლეგინსები თეთრ მოსაცმელთან ერთად მოირგო.