39 წლის მომღერალი Beyonce ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად არეკლამებს საკუთარი ბრენდის Ivy Park-ის და Adidas-ის კოლაბორაციას, თუმცა ვალენტინობის დღეს მან გამონაკლისი დაუშვა და სოციალურ ქსელში საკუთარი გლამურული ფოტოები განათავსა, სადაც გემოვნებიანი იმიჯი მოირგო.
მომღერალმა დიზაინერ Alessandra Rich-ის ტყავის, წითელი ქვედაბოლო მოირგო, რომელსაც თეთრი პერანგი, წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ამავე ფერის ჩანთა ბრილიანტის აქსესუარებთან ერთად შეუხამა.
მომღერალმა დღესასწაული მეუღლესთან Jay-Z-სთან ერთად გაატარა, ისინი სანტა მონიკაში იმყოფებიან, სადაც ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანს ეწვიენ და პაპარაცების ობიექტივშიც მოხვდნენ.