28 წლის რეპერი, Cardi B მექსიკაში მეუღლესთან, Offset-თან და ქალიშვილთან, ქალჩერთან ერთად ისვენებს. ვალენტინობის დღესასწაული რეპერმა სწორედ მექსიკაში გაატარა და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. აღსანიშნავია, რომ მან გლამურული იმიჯი მოირგო და შესანიშნავად გამოიყურებოდა.
რეპერმა გლამურული და სექსუალური ვარფისფერი კაბა მოიხდინა, რომელიც ბრენდ Balmain-ს ეკუთვნის, იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მან არჩევანი ბრილიანტის საყურეებზე შეაჩერა.