ცნობილი გამოთქმაა, რომ ჩვენს გიჟურ სამყაროში წარმატების მისაღწევად აუცილებელია მუდმივი ტრანსფორმაცია და როგორც ჩანს, ამ სიტყვებში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. გთავაზობთ 2020 წლისთვის მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონის ჩამონათვალს, ვნახოთ, თუ როგორ გამოიმუშავებენ ისინი საბანკო ანგარიშზე არსებულ შთამბეჭდავ თანხას.
1. ბეტანკურ-მაიერსი - 77 მილიარდი დოლარი
67 წლის ქალბატონი L'oreal-ის დამფუძნებლის - ეჟენ შილერის შვილიშვილია და ბრენდის 33 %-ს ფლობს, თუმცა გარდა ამისა ოჯახის მიერ შექნილ საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც ხელმძღვანელობს.
2.ელის უოლტონი - 67.7 მილიარდი დოლარი
ელის უოლტონი ამერიკული სუპერმარკეტების ქსელის - Walmart_ის დამფუძნებლის - სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც მამის ქონებას 2 ძმასთან ერთად ინაწილებს. გარდა ამისა, ის ხელოვნებითაა დაკავებული და 2011 წელს ამერიკული ხელოვნების მუზეუმი Crystal Bridge-იც გახსნა.
3.მაკენზი სკოტი - 57.9 მილიარდი დოლარი
Amazon-ის დამფუძნებელთან - ჯეფრი ბეზოსთან 25 წლიანი ქორწინების დასრულება მაკენზისთვის ფინანსურად მომგებიან აღმოჩნდა. ყოფილმა ქმარმა მას ამაზონის ოთხი აქცია გადასცა, რამაც მის ქონებაზე განსაკუთრებულად იმოქმედა.
4.ჯულია კოქსი - 44.9 მილიარდი დოლარი
2019 წელს ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის - დევიდ კოქსის გარდაცვალების შემდეგ, მის მეუღლეს - ჯულიასა და სამ საერთო შვილს დევიდის აქციების 42 % გადაეცა.
5.ჟაკლინ მარსი - 28.9 მილიარდი დოლარი
ჟაკლინი ფლობს ამერიკული ტკბილეულის კომპანიის - Mars-ის აქციების მესამედს. კომპანია 1911 წელს მისი ბაბუის მიერ დაარსდა, რომელმაც შვილთან ერთად 1923 წელს Milky Way-ც შეისყიდა.