სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სოციალურ ქსელებში სასიამოვნო სიახლით დაბრუნდნენ! როგორც აღმოჩნდა, ცნობილ ცოლ-ქმარს სულ მალე მეორე შვილი ეყოლება. მეგანმა და ჰარიმ ლოს-ანჯელესის სახლის ეზოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს, რომელშიც მარკლის მოზრდილი მუცელი უკვე თვალშისაცემია.
შეგახსენებთ, რომ წყვილს უკვე ჰყავს პატარა არჩი, რომელსაც სულ მალე შეუსრულდება ორი წელი.
რაც შეეხება მეორე შვილის გადაწყვეტილებას, გასულ ზაფხულს ჰერცოგინიას მუცელი მოეშალა, შესაბამისად წყვილის მზაობა ოჯახის ახალი წევრისადმი უკვე ცალსახა იყო.