39 წლის სუპერმოდელი, ალესანდრა ამბროსიო სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ის ხშირად უზიარებს მის გამომწერებს საკუთარ ფოტოებს, სადაც სხვადასხვა, გემოვნებიან იმიჯს ირგებს. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან ბრაზილიაში მდებარე სასტუმროში, Pousada Maria Bonita-ში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
უახლეს კადრებში სუპერმოდელმა გლამურული და დახვეწილი იმიჯი მოირგო. მას ლურჯ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი კაბა ეცვა, რომელსაც ოქროს აქსესუარები, მარტივი ვარცხნილობა და მსუბუქი მაკიაჟი შეუხამა.