მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ბელა ჰადიდი პაპარაცებმა რამდენიმე საათის წინ ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. მეგობრებთან ერთად ლანჩზე მიმავალმა ვარსკვლავმა მოდური სტილი მოირგო, მან ჯინსის შარვალს სპორტული ფეხსაცმელი, ვარდისფერი ნაქსოვი "კაშნე" და პრადას puffer სტილის ქურთუკი შეუხამა.