39 წლის მომღერალი ეშლი რობერტსი არაჩვეულებრივი იმიჯით და გემოვნებით ნამდვილად გამოირჩევა. პაპარაცების ობიექტივში ის საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა მისი შესანიშნავი ჩაცმის სტილის გამო ფანებს ის იმედებს არასოდეს უცრუებს და მუდამ შესანიშნავ ფორმაშია. გამონაკლისი ჯგუფ PussyCat Dolls-ის სოლისტმა არც ამჯერად დაუშვა, როდესაც ის ლონდონის ქუჩებში შენიშნეს.
ეშლის ბრენდ Nasty Gal-ის 40 ფუნტის ღირებულების, ნაცრისფერი კაბა ეცვა, რომელსაც შავი ქურთუკი, ამავე ფერის ჩანთა და ლურჯი, მაღალქუსლიანი ჩექმა შეუხამა.