ციფრული მარკეტინგი არის ციფრული ტექნოლოგიების, ანუ მობილური/კომპიუტერული მოწყობილობებისა და ინტერნეტის გამოყენებით წარმოებული მარკეტინგი. ის მოიცავს სხვადასხვა პლატფორმას, არხს და თემას, ციფრული სტრატეგიიდან და სოციალური მედიით დაწყებული, საძიებო არხებით დასრულებული.
ვინ არის ციფრული მარკეტერი?
ციფრული მარკეტერი ის ადამიანია, რომელიც პასუხისმგებელია ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე და სამიზნე აუფიტორიის ლიდების გენერაციაზე ყველა ციფრული არხის საშუალებით - უფასო და ფასიანით - რაც კი კომპანიის განკარგულებაშია. ამ არხებში შედის სოციალური მედია, კომპანიის ვებგვერდი, საძიებო სისტემები, ელექტრონული ფოსტა, ბლოგები და სხვა.
ეს ინდუსტრია, ბოლო პერიოდში, საქართველოშიც ძალიან განვითარდა და დღეს, თითქმის ყველა წარმატებული კომპანია იყენებს სხვადასხვა ციფრულ არხს კომუნიკაციისთვის. წარმატებული ბრენდები არა მხოლოდ უბრალოდ მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, არამედ უკვე პროდუქტების გაყიდვის მიზნითაც იყენებენ ციფრულ არხებს.
განსაკუთრებით პოპულარულია სოციალური მედია მარკეტინგი, რომელიც მოიცავს ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Linkedin, Instagram, Twitter, Youtube და ა.შ. სოციალური ქსელების ჩამონათვალი ამ გვერდზე შეგიძლია ნახო სრულად.
რატომ უნდა ისწავლო ციფრული მარკეტინგი?
ნებისმიერი სხვა კომპიუტერული კურსისგან ან სადიპლომო პროგრამებისგან განსხვავებით, ციფრული მარკეტინგი საშუალებას გაძლევს უამრავი სხვადასხვა მიმართულებიდან შენთვის სასურველი აირჩიო.
თუ SEO-ს ან SEM-ის სწავლას გადაწყვეტ, გაითვალისწინე, რომ ამ მიმართულების არჩევისას დაგჭირდება ძლიერი ანალიტიკური და კვლევით უნარები. თუ სოციალური მედია მარკეტინგი ან კონტენტ მარკეტინგი გაინტერესებს, მაშინ უფრო შშემოქმედებითი ადამიანი უნდა იყო.
კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ციფრული მარკეტინგის სწავლა ნებისმიერი ადგილიდან, უკვე სახლიდან გაუსვლელადაც კი შეგიძლია. ისევე როგორც ამ ინდუსტრიაში მუშაობა, მათ შორის, საქართველოშიც.
ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში, კომპანიების მხრიდან ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებზე მოთხოვნა დაახლოებით 59%, ხოლო ამ დარგში გამოცდილი პროფესიონალების მიწოდება მხოლოდ 19% იყო. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ბაზარზე საკმაოდ დიდი დეფიციტია და გზა ხსნილია მათთვის, ვისაც ამ სფეროში წარმატების მიღწევა სურს.
სად შეგიძლია ისწავლო ციფრული მარკეტინგი?
დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ონლაინ კურსი არსებობს, რომელიც ამ მიმართულებით განათლების მიღებაში დაგეხმარება. არანაკლებ დიდი არჩევანია სოციალური მედია მარკეტინგის კურსებშიც, რომლებიც ონლაინ ტარდება. მათ შორის ერთ-ერთია digitahub-ის კურსი: რეკლამა სოციალურ მედიაში. კურსის ხელმძღვანელი ირაკლი ჩხეიძეა, სფეისის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი. საინტერესოა, რომ სფეისი ციფრული ბანკია, რომელიც მხოლოდ შენს მობილურში არსებობს და მარკეტინგულ კომუნიკაციასაც უმთავრესად ციფრული არხების (Facebook Ads, Google Ads და ა.შ.) მეშვეობით ახორციელებს.
თუ გინდა, შენც გაიგო, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში, გადახედე კურსის კურიკულუმს აქ.