ბოლო პერიოდში, საქართველოში საკმაოდ აქტუალური გახდა ონლაინ კურსები. ადამიანები ნელნელა აცნობიერებენ, რომ აუცილებელი აღარ არის უნივერსიტეტში ჩაბარება იმისთვის, რომ მათთვის საინტერესო ინდუსტრიაზე ამომწურავი ინფორმაცია და სრულფასოვანი განათლება მიიღონ.
გარდა ამისა, შეიცვალა კომპანიების, როგორც დამსაქმებლების მიდგომაც. მათთვის მნიშვნელოვანია არა უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, არამედ ის ცოდნა, რომელსაც აპლიკანტებში ეძებენ. შესაბამისად, სხვადასხვა ონლაინ კურსის სტუდენტებს უკვე რამდენიმე წელია ეძლევათ შესაძლებლობა, წარმატებით დასაქმდნენ მათთვის სასურველ კომპანიაში და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც მიიღონ.
თუმცა, ამ ტენდენციამ გამოიწვია ისიც, რომ არჩევანი თითქმის ყოველდღიურად იზრდება და გადაწყვეტილების მიღებაც სულ უფრო მეტად რთულდება.
ამიტომ, გადავწყვიტეთ ერთ ბლოგში მოვუყაროთ თავი რამდენიმე კრიტერიუმს, რომლის გათვალისწინებაც შენს ინტერესებზე მორგებული კურის შერჩევაში დაგეხმარება.
- რამდენად ხელსაყრელია კურსის ჩატარების დროები შენთვის?
ალბათ დაგვეთანხმები, რომ 21-ე საუკუნეში ფაქტობრივად ყველა ადამიანს აწუხებს დროის დეფიციტის პრობლემა. შესაბამისად, კურსის შერჩევისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მისი ჩატარების დროები სტუდენტისთვის ხელსაყრელი და მოქნილი იყოს. ამ შემთხვევაში, საუკეთესო ალტერნატივაა, თუ ონლაინ კურსების ვიდეო გაკვეთილებზე წვდომა სტუდენტს მუდმივად ექნება და მიეცემა შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, რა დროს და რა რაოდენობის მასალა გაიაროს.
2. ვინ გაუძღვება კურსს?
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ კურსის შერჩევისას არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ უძღვება მას და რამდენად კვალიფიციური პირსგან მიიღებ საჭირო ინფორმაციას. აუცილებლად გაარკვიე, რა სამუშაო გამოცდილება აქვს ლექტორს მიღებული.
მაგალითად, თუ სოციალური მედია მარკეტინგის კურსებს ეძებ და ჯერ არ იცი, რომელ კურსზე შეაჩერო არჩევანი, შეგვიძლია Digitalhub-ის სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გირჩიოთ. კურსის ხელმძღვანელი, საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი “სფეისის” ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩხეიძეა. მას ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში მუშაობის თითქის 12 წლიან გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, აქვს ბარსელონას უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობის გამოცდილებაც.
3. რა დამატებითი შესაძლებლობები შედის კურსის საფასურში?
ხშირად, სხვადასხვა კურსის მასალასთან ერთად, სტუდენტებს ხელი მიუწვდებათ დამატებით რესურსებზე, დახურულ ჯგუფებზე და ა.შ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, სურვილის შემთხვევაში თავად შეგეძლოს ლექტორთან გასაუბრება და მისგან რჩევების მიღება. Როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ციფრული მარკეტინგი საქართველოში სულ უფრო მეტად საინტერესო მიმართულება ხდება დამსაქმებლებისთვის და შესაბამისად სამუშაოს მაძიებლებისთვისაც. ამ ინდუსტრიაში მომუშავე კოლეგებსგან რჩევის მიღებას კი როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მარკეტერისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
4. ფასი
ხშირად, სხვადასხვა ონლაინ კურსებს საკმაოდ კარგი შეთავაზებები აქვთ ახალი სტუდენტებისთვის. ასე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად მიაქციე ყურადღება ონლაინ კურსის ღირებულებას. აქვთ თუ არა ფასდაკლება ან რაიმე შეთავაზება?
ეს არის ის 4 ძირითადი ფაქტორი, რაც საშენო კურსის სწორად შერჩევაში დაგეხმარება. თუ სოციალური მედია მარკეტინგის კურსებს ეძებ, არ დაგავიწყდეს, გადახედო digitalhub-ის კურსს და შეისწავლე სიღმისეულად, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში. შეზღუდული ვადით ამ კურსზე 200 ლარიანი ფასდაკლებითაც შეგიძლია ისარგებლო.