ალბათ, დაგვეთანხმები, თუ ვიტყვით, რომ ციფრული მარკეტინგი - და მისი ყველა ქვეკატეგორია, მათ შორის SEO, სოციალური მედია, კონტენტის შექმნა, იმეილ მარკეტინგი და სხვა ქვეკატეგორიები - ნებისმიერი ბიზნესისთვის გაყიდვების ზრდაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
დღეს, გლობალური მასშტაბით უკვე 4 მილიარდზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელია. სოციალურ მედიას კი აქტიურად თითქმის 3,4 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. ამიტომ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ 21-ე საუკუნეში ციფრული მარკეტინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ ბიზნესს ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარება სურს.
ციფრული მარკეტინგი საქართველოშიც საკმაოდ აქტიურად იკიდებს ფეხს და დღეს, თითქმის ყველა წარმატებული კომპანია აქტიურად ითვისებს სხვადასხვა სოცილაურ მედია არხს, საძიებო სისტემასა თუ სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებს. აქცე, სოციალური ქსელების ჩამონათვალი თუ დაგაინტერესებს, ამ ბმულს შეგიძლია ეწვიო.
დღეს გადავწყვიტეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გაგიზიაროთ, რომელიც ვფიქრობთ, ამ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად აუცილებლად დაგჭირდებათ.
1.კარგად გაიცანი შენი მომხმარებელი
იმისთვის, რომ მომხარებელს სასურველი პროდუქტი ეფექტურად მიაწოდო და რეკლამით მისი დაინტერესება შეძლო, მნიშვნელოვანია მის პულსზე ხელი მუდმივად გედოს და ამავდროულად, მის წინაშე პასუხისმგებლობის აღებაც შეძლო.
მაქსიმალურად ხშირად დაგეგმე შეხვედრები მომხმარებლებზე ზრუნვის და გაყიდვების გუნდთებთან. მათ ყველაზე ახლო შეხება აქვთ კომპანიის პოტენციურ მომხმარებლებთან და ზუსტად იცია, რა მოთხოვნები და მოლოდინები აქვთ ბრენდის მიმართ.
2. აწარმოე კომუნიკაცია მომხმარებელთან, პროდუქტის ყიდვის ყველა ეტაპზე
კონტენტის მომზადებისას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციო, თუ რომელ ეტაპზე იმყოფება მომხმარებელი. ფლობს თუ არა კომპანიის შესახებ ინფორმაციას, ნამყოფია თუ არა კომპანიის ვებგვერდზე, უცდია თუ არა პროდუქტის შეძენა აქამდე და ა.შ. ყველა ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, მისთვის უფრო გასაგები და ინტერესებზე მორგებული რეკლამის მიწოდებას შეძლებ.
3. გააანალიზე რეკლამის შედეგები ფართო ჭრილში
სოციალურ მედიაში რეკლამის გაშებისას ბევრი პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. როდესაც ფიქრობ, რომ რეკლამა კარგად ვერ მუშაობს, უნდა დააკვირდე არა მხოლოდ კონკრეტულ პოსტს, არამედ იმ აუდიტორიას, რომელზეც მას უშვებ, ვიზუალს, ტექსტს და კონტენტის შესაბამისობას პროდუქტის შესყიდვის იმ ეტაპთან, რომელზეც ის ახლა იმყოფება. თუ ყველა ამ დეტალის სიღრმისეულად გაგება და სწავლა გინდა და ონლაინ მარკეტინგის კურსებით ხარ დაინტერესებული, მაშინ digitalhub.ge-ს ვებგვერდს შეგიძლია ესტუმრო. საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი გასწავლის, როგორ გაუშვა რეკლამა სოციალურ მედიაში.
4. ნუ ისაუბრებ მხოლოდ პროდუქტზე ან მომსახურებაზე
ბოლო პერიოდში კონტენტ მარკეტინგი სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან ბიზნესები მიხვდნენ, რომ პროდუქტის გარდა მომხმარებლებს სხვა, უფრო ემოციური კავშირის დამყარებაც სურთ ბრენდებთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონტენტ მარკეტინგი, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქტზე, არამედ მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებითაც აწვდის ინფორმაციას. თუ ამ, ან სხვა მიმართულებით ციფრული მარკეტინგის წიგნს ეძებ, გადახედე ბლოგს 5 საუკეთესო წიგნზე ციფრულ მარკეტინგში.
5. იყავი თანმიმდევრული ვიზუალურ სტილში
მრავალ არხზე ინტეგრირებული კამპანიის დაწყებისას, დარწმუნდი, რომ დიზაინი და ზოგადად, ვიზუალური სტილი კომუნიკაციაში მაქსიმალურად თანმიმდევრულია. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მაქსიმალურად მარტივად ამოიცნოს თქვენი ბრენდის კომუნიკაცია და მიხვდეს, ვინ ცდილობს მისთვის საკუთარი პროდუქტის გაცნობას.
რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გარდა, უამრავი სხვა რჩევაა, რომლის გათვალისწინება წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვაში დაგეხმარება. თუ გინდა, სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე დარეგისტრირდე და დარგის ექსპერტის რჩევა გაიზიარო, გადადი ბმულზე.