მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი რუსი მოდელი 34 წლის ირინა შეიკი პაპარაცებმა ქალიშვილთან, 3 წლის ლეასთან ერთად გასულ დღეს ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. იქიდან გამომდინარე, რომ ვარსკვლავს აქვს გადატვირთული გრაფიკი და კარიერული საქმიანობის პარალელურად თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ქალიშვილთან ერთად ყოფნაში ატარებს, მისი ჩაცმის სტილი ყოველთვის მარტივია და კომფორტული, თუმცა ყოველთვის მოდური და გამორჩეული. ირინამ შავი ფერის სვიტერს და შარვალს ყვითელი ფერის გრძელი მოსაცმელი და იმავე ფერის მინი ჩანთა შეუხამა.