19 წლის მოდელი, კაია გერბერი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პაპარაცები ახალგაზრდა მოდელის თითოეულ ნაბიჯს დაჰყვებიან. ამჯერად ის ლოს-ანჯელესში სილამაზის სალონის დატოვებისას შენიშნეს.
კაიამ არჩევანი კომფორტულ და გემოვნებიან სამოსზე შეაჩერა. მას თეთრი ტოპი და ხაკისფერი შარვალი ეცვა, რომელსაც ყავისფერი ჩანთა და თეთრი კედები შეუხამა.