35 წლის მოდელი, კრისი ტიგანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ინსტაგრამზე მის გამომწერებს ის ხშირად უზიარებს სხვადასხვა ფოტოებს, სადაც გემოვნებიან და განსხვავებულ იმიჯს ირგებს, თუმცა მისმა ბოლო ფოტოებმა ფანები სასიამოვნოდ გააოცა.
კრისიმ ინსტაგრამზე რამდენიმე კადრი განათავსა, სადაც მან განსხვავებული იმიჯი მოირგო. მას ვარდისფერი მაისური ეცვა, რომელსაც იმავე ფერის პარიკი შეუხამა. მოგვიანებით კი მან ბზინვარე მაკიაჟიც მოირგო. აღსანიშნავია, რომ მოდელმა იმიჯი არაჩვეულებრივად მოიხდინა.