რამდენიმე კვირის წინ უამრავმა ცნობილმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ კარდაშიანი და ქანიე უესთი შორდებიან. აღნიშნული სკანდალი უამრავი ჭორის მიზეზიც გახდა, რომელზეც ამ ეტაპზე კომენტარი არც კიმს და არც ქანიეს არ გაუკეთებიათ. აღნიშნული ვითარების მიუხედავად კიმი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ თამამად ჩნდება, მისმა უკანასკნელმა პაპარაცულმა ფოტოებმა კი ფანები კვლავ აალაპარაკა.
ვარსკვლავი კალიფორნიაში შენიშნეს. მას წითელი პერანგი და მაღალწელიანი, ტყავის შარვალი ეცვა, რომელსაც შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა, თუმცა ფანების ყურადღება არა კიმის სამოსმა არამედ აქსესუარებმა მიიქციეს. კიმ კარდაშიანი საქორწინო ბეჭდის გარეშე გამოჩნდა, რაც შესაძლოა კიდევ ერთხელ ადასტურებდეს მის და ქანიე უესთის დაშორებას.