23 წლის ვარსკვლავი კაილი ჯენერი არაჩვეულებრივი იმიჯით და ჩაცმის სტილით გამოირჩევა. სოციალურ ქსელში ის საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც გემოვნებიან სამოსს ირგებს. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან დამდენიმე ახალი ფოტო გაგვიზიარა.
უახლეს კადრებში ვარსკვლავი კალიფორნიაში მდებარე, 36,5 მილიონი დოლარის ღირებულების საკუთარ სახლში პოზირებს. მას თეთრი ტოპი და Baby Blue შარვალი აცვია, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ლურჯი ჩანთა შეუხამა.