41 წლის მსახიობი კეიდ ჰადსონი საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, ამისდა მიუხედავად ის არც სოციალურ ქსელშია აქტიური და არც პაპარაცების ობიექტივში ხვდება ხშირად. თუმცა ახლახანს როგორც ჩანს ბევრისთვის საყვარელმა მსახიობმა გამონაკლისი დაუშვა, როდესაც მის ფანებს რამდენიმე ახალი ფოტო გაუზიარა.
უახლეს ფოტოებში კეიტმა დახვეწილი და ამავდროულად გლამურული იმიჯი მოირგო. მას დიზაინერ Lorenzo Serafini-ს 390 ფუნტის ღირებულების ორეული ეცვა, რომელსაც თეთრი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ოქროს აქსესუარები შეუხამა.