რამდენიმე საათის წინ, კიმ კარდაშიანმა სოციალური ქსელების გამომწერებს საკუთარი ქალიშვილის ნორთ უესტის ნახატი გაუზიარა, რომელმაც საზოგადოების ნაწილი აღაფრთოვანა, ნაწილი კი, სკეპტიკურად განაწყო.
საქმე იმაშია, რომ ფანების ნაწილის აზრით შეუძლებელია ეს ნახატი შვიდი წლის გოგონას დაეხატა, რის გამოც კიმი ტყუილში დაადანაშაულეს, რამაც ვარსკვლავი გააღიზიანა და კომენტარიც გააკეთა.
"ნუ მეთამაშებით, როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება! ჩემი ქალიშვილი და მისი მეგობარი მხატვრობის გაკვეთილებს ესწრებიან. ნორთი გულმოდგინედ მუშაობდა ნახატზე, რასაც შვიდი კვირა დასჭირდა," - დაწერა მან.