ევროპის ყველაზე ხანდაზმულმა ქალბატონმა ფრანგმა მონაზონმა ლუსილ რენდონმა კორონავირუსი დაამარცხა. როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ლუსილის განცხადებით მას არანაირი სიმპტომი არ ჰქონია და ტესტის გაკეთებამდე ვერც მიხვდა, რომ ვირუსი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მონაზონი 11 თებერვალს 117 წლის გახდება.