26 წლის მომღერალი Halsey მის პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ მან ფანებს სოციალური ქსელის მეშვეობით სულ ცოტახნის წინ გაუმხილა. ახალი ამბავის გავრცელების შემდეგ ის პაპარაცებმა პირველად ახლა, ლოს-ანჯელესში შენიშნეს. ირკვევა, რომ ვარსკვლავმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა.
მომღერალმა მონოქრომული სამოსი, ვარდისფერი, სპორტული ორეული მოირგო, რომელსაც Tie-Dye ჩანთა და თეთრი კედები შეუხამა. ფანების ყურადღება მომღერლის ახალმა იმიჯმა მიიქცია, მან ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა და ქერა თმა არაჩვეულებრივად მოიხდინა.