24 წლის მოდელი, ჰეილი ბოლდვინი და 26 წლის მომღერალი ჯასტინ ბიბერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და მას შემდეგ სოციალურ ქსელებში ერთად გადაღებულ ფოტოებს საკმაოდ ხშირად ანთავასებენ. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ჰეილიმ გამომწერებს რამდენიმე ახალი კადრი გაუზიარა.
უახლეს ფოტოებში მოდელს თეთრი ტოპი და მაღალწელიანია, ჯინსის შარვალი აცვია, რომელსაც შავი ფეხსაცმელი და პიჯაკი შეუხამა. ჯასტინმა კი არჩევანი ნაცრისფერ, სპორტულ ორეულზე, თეთრ კედებსა და კეპზე შეაჩერა.