პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში დროს უქმად სულაც არ კარგავენ. უამრავი საქველმოქმედო საქმიანობის პარალელურად, როგორც აღმოჩნდა, პრინცმა ჰარიმ ახალ პროფესიაშიც გადაწყვიტა ბედის ცდა და ერთ-ერთ ჰოლივუდურ ფილმში იღებს მონაწილეობას, რომლის სახელიც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.
პრინც ჰარისთან ერთად გადასაღებ მოედანზე ასევე შეამჩნიეს სატელევიზიო ვარსკვლავი - ჯეიმს კორდენიც.
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლიც სწორედ სამსახიობო წრეებიდან მოდის, თუმცაღა მან კარიერა მაშინ დაასრულა, როცა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძალი გახდა.