ჯენიფერ ლოპეზი ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო აოცებს საზოგადოებას საკუთარი სხეულის ფორმებისა და კანის იდეალური მდგომარეობის გამო. 51 წლის ვარსკვლავი სოციალურ ქსელებში ხშირად გამხდარა განხილვის ობიექტი პლასტიკური ქირურგიისა თუ ბოტოქსის თემების გამო.
უარყოფის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ჯეილო ტყუის, რაც როგორც ჩანს ვარსკვლავს საკმაოდ აშფოთებს. "გთხოვთ, ნუ მიწოდებთ მაყუარას, ტყუილი არაფერში მჭირდება," - აღნიშნა ჯენიფერმა People-თან საუბარში.
იდეალურ კანს კი, ლამაზმანი ძილს, საჭირო ვიტამინების მიღებას, ჯანსაღ კვებას, მედიტაციასა და ვარჯიშს მიაწერს.