19 წლის მოდელი, კაია გერბერი მისი ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ პოარაცები მის თითოეულ ნაბიჯს დაჰყვებიან. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ახაგაზრდა მოდელი ოჯახთან ერთად სავახშმოდ მიმავალი შენიშნეს.
კაია მამასთან, 58 წლის რანდერთან და ძმასთან, 21 წლის პრესლისთან ერთად კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზეპრესტიჟულ რესტორანს, Nobu-ს ესტუმრა. მას მაღალწელიანი, ჯინსის შარვალი და ყავისფერი მაისური ეცვა, რომელიც შავ მოსაცმელს და ამავე ფერის ფეხსაცმელს შეუხამა.