ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ მშობლები, თუმცა ცდილობდნენ პატარა გოგონის - ხაის დაბადების დეტალები ამ დრომდე უცნობი ყოფილიყო. სახელის გაზიარების შემდეგ, ახალგაზრდა მოდელმა Vogue-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მშობიარობა არ წარმართულა ისეთ გარემოში, როგორსაც საზოგადოებაა შეჩვეული.
მოდელმა გაგვიზიარა, რომ მან შინ იმშობიარა და ამ პროცესს მისი საყვარელი მამაკაცი - ზეინიც ესწრებოდა.
გარდა ამისა, მან ის მომენტიც გაიხსენა, როცა პირველად იხილა ქალიშვილი ზეინის ხელებში - "ისეთი დაღლილი ვიყავი, დავინახე მას (ზეინს) ხელში ბავშვი ეჭირა, ეს უსაყვარლესი რამ იყო".