24 წლის მოდელი, ჰეილი ბოლდვინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ პაპარაცების ობიექტივში ის საკმაოდ ხშირად გვხვდება. დახვეწილი და გემოვნებიანი იმიჯით მოდელი ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც ის ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა.
ჰეილიმ არჩევანი შავი ფერის სამოსზე შეაჩერა. მას კლასიკური კოსტუმი, შარვალი და პიჯაკი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის კორსეტი და ჩანთა ოქროსფერ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად შეუხამა.