ოსკაროსანი მსახიობი, 30 წლის ჯენიფერ ლოურენსი ყველასათვის საყვარელ უამრავ ფილმში თამაშობს. უამრავი ადამიანი მას ფილმ Hunger Games-იდან იცნობს, სადაც ჯენიფერმა მთავარი როლი შეასრულა. ახლა კი პოპულარული მსახიობი ახალ ფილმში Don’t Look Up-ში იღებს მონაწილეობას. პაპარაცებმა კი ის ახლა სწორედ ნიუ იორკში, გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს.
ფილმი Don’t Look Up სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელშიც დედამიწას ასრეროიდი უახლოვდრბა, ჯენიფერი კი ასტრონომის როლს ასრულებს.
ჯენიფერმა ფილმისთვის მეტად განსხვავებული იმიჯი მოირგო. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოებიდან ვიგებ5, რომ მან წითელი ფერის თმა მოიხდინა. მას ყვითელი მაისური ეცვა, რომელსაც ნაცრისფერი თრენჩი და შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.