29 წლის სუპერმოდელი, ემილი რატაკოვსკი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის მის პირველ დვილს მეუღლისგან სებასტიან ბეარ მაქკლარდისგან ელოდება, თუმცა ფეხმძიმობის მიუხედავად ის საკუთარ ბრენდს Inamorata-საც აქტიურად არეკლამებს და ცნობილი ბრენდების გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას. ამჯერად მან თმის მოვლის საშუალების ბრენდთან, Kérastase Genesis-თან ითანამშრომლა და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.
უახლეს კადრებში ემილიმ საკმაოდ სადა, თუმცა გემოვნებიანი იმიჯი მოირგო. რამდენიმე ფოტოში მას თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი აცვია, თუმცა ამას გარდა მან შავი, გამოყვანილი კაბაც მოიხდინა.