კენდალ და კაილი ჯენერები ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი დები არიან. ისინი არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით გამოირჩევან და მიუხედავად იმისა, რომ პაპარაცები მათ ხშირად აფიქსირებენ ისინი ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებენ და მუდამ შესანიშნავად გამოიყურებიან. დებმა ჯენერებმა გამონაკლისი არც ამჯერად დაუშვეს, როდესაც ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოჩნდნენ.
გოგონებმა არჩევანი მონოქრომულ იმიჯზე შეაჩერეს. კაილიმ 193 ფუნტის ღირებულების ფორთოხლისფერი, დუტი ქურთუკი მოირგო, რომელსაც ამავე ფერის, მაღალწელიანი შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. კენდალმა კი ყავისფერი სამოსი, ნაქსოვი მაისური, კლასიკური შარვალი და ამავე ფერის ფეხსაცმელი მოირგო, რომელსაც ბეჟი ჩანთა შეუხამა.