45 წლის ამერიკელი ვარსკვლავის, კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის პრემიის მფლობელი ჰუმანიტარი და აქტივისტი ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის 3.5 მილიონ დოლარად ღირებულ ნახატს სახელად Tower of the Koutoubia Mosque-ს ყიდის. ოფიციალურ ინფორმაციას CNN ავრცელებს, ბრიტანელი სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ორატორსა და მწერალს, რომელიც იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის დროს, დახატული აქვს ათეულობით ნახატი, თუმცა აღნიშნული "Tower of the Koutoubia Mosque" იმითაა გამორჩეული, რომ ის არის ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც პოლიტიკოსმა მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა. თავდაპირველად ნახატი ვინსტონ ჩერჩილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს რუზველტს გადასცა, ნახატი ანჯელინა ჯოლის პირად კოლექციაში 2011 წელს აღმოჩნდა. როგორც უცხოური გამოცემები უწყებიან, მსახიობი უინსტონ ჩერჩილის ნამუშევარს აუქციონზე გაიტანს.