33 წლის ინგლისელი მოდელი როუზი ჰანტინგტონი ხშირად ირგებს ეგრეთწოდებულ ქუჩის სტილს დ სამოსის განსხვავებული კომბინაციებით შექმნილ ლუქებს გვიზიარებს სოციალურ ქსელში. გლობალური პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარების გამო ვარსკვლავი ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში და გამომწერებს სოციალური მედიის საშუალებით უამრავ განსხვავებულ კონტენტს უზიარებს. როუზი ამჯერად ბუნებრივი იმიჯით, უმაკიაჟოდ შენიშნეს ლოს ანჯელესის ქუჩებში, ვარსკვლავმა სპორტული სტილის სამოსს შავ გრძელი ქურთუკი და Celine-ის ჩანთა შეუხამა, რომლის ღირებულებაც 2950 ფუნტია.