51 წლის ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპეზი არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ის პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება ის მის ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. გამონალისი მან არც ამჯერად დაუშვა, როდესაც მექსიკაში შოპინგისას გამოჩნდა.
ვარსკვლავმა არჩევანი კომფორტულ, თუმცა გემოვნებიან იმიჯზე შეაჩერა. მას იასამნისერი სპორტული ორეული, მაისური და შარვალი ეცვა, რომელსაც თეთრი კედები და ამავე ფერის ჩანთა შეუხამა.