კაილი ჯენერი გლამურული და მდიდრული ცხოვრებით გამოირჩევა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მის და ტრევის სკოტის მცირეწლოვან შვილს, სტორმი ვებსტერს ერთ-ერთი საუკეთესო დაბადების დღის წვეულებები აქვს. ახლახანს, 1 თებერვალს სტორმი 3 წლის გახდა, ამის აღსანიშნავდ კი კაილიმ საკუთარ სახლში არაჩვეულებრივი წვეულება გამართა, რომელსაც ოჯახის წევრები დაესწრნენ.
წვეულებისთვის კაილიმ სახლი ვარდისფერი დეკორაციებითა და ბუშტებით მორთო, პატარა სტორმიმ კი ნამდვილი პრინცესის იმიჯი, ფუშფუშა კაბა და გვირგვინი მოიხდინა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ვიგებთ, რომ სახლის ეზოში უზარმაზარი გასაბერი სასრიალო იდგა, იქვე კი Street Food-ის ჯიხური და სტორმისთვის გაწყობილი დაბადებისდღის სუფრა. აღსანიშნავა, რომ დეკორაციების უმეტეს ნაწილს ჰქონდა წარწერა 3rd Times a Charm.