45 წლის მსახიობი შარლიზ თერონი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა პაპრაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება, მიუხედავად ამისა ამჯერად მან გამონაკლისი დაუშვა, როდესაც შვილებთან, ცხრა წლის ჯექსონთან და ოთხი წლის ოგუსტთან ერთად ლოს-ანჯელესში მდებარე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანს ეწვია.
მსახიობი შვილებთან ერთად Nobu-ში იმყოფებოდა, პაპრაცებმა კი ის რესტორნის დატოვებისას დააფიქსირეს. შარლიზს ლურჯი ფერის, ფართე კაბა ეცვა, რომელიც თეთრ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და შავ-თეთრ ჩანთას ლურჯ ქუდთან ერთად შეუხამა.