რეალითი შოუს ვარსკვლავი, 23 წლის კაილი ჯენერი გლამურული ცხოვრებით ნამდვილად გამოირჩევა. მის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ის ძვირადღირებულ და პრესტიჟულ კურორტებზე საკმაოდ ხშირად ისვენებს. ამჯერად კაილი დებთან ერთად თერქსისა და ქაიქოსის კუნძულებს ესტუმრა და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.
უახლეს კადრებში ვარსკვლავი ბრენდ Poster Girl-ის, 89 ფუნტის ღირებულების, ფორთოხლისფერი კაბით პოზირებს. იმიჯს მან ოქროს აქსესუარები შეუხამა და მსუბუქი მაკიაჟი, მარტივ ვარცხნილობასთან ერთად მოიხდინა.