რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ქენდალ ჯენერი პაპარაცებმა რამდენიმე საათის წინ ლოს ანჯელესში შენიშნეს. სპორტდარბაზში მიმავალმა 25 წლის მოდელმა კომფორტული სტილი მოირგო და შინდისფერ ლეგინგსებს tie-dye პრინტით გაფორმებული ჰუდი, შავი ტყავის მინი ხელჩანთა და YEEZY-ის ფეხსაცმელები შეუხამა. შეგახსენებთ, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი Forma-ს სპორტდარბაზში პერსონალური მწვრთნელი Liana Levi-ის დახმარებით ვარჯიშობს.