24 წლის სუპერმოდელი ბელა ჰადიდი უკვე რამდენიმე წელია წამყვანი დიზაინერებისა და ბრენდების მოდის ჩვენებეზე გამოდის. ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ამჯერად მანდ ბრენდ Fendi-ს ვირტუალურ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე შეუდარებლად გამოიყურებოდა.
ბელას ბრენდის 560 ფუნტის ღირებულების ელეგანტური, ლურჯი ფერის კაბა ეცვა, რომელიც დიდი ზომის, შავ საყურეებთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად მოიხდინა.
ამასგარდა ბელამ კიდე ორი იმიჯი მოირგო. პირველად მან შავი, ტყავის თრენჩი და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ჩექმა მოიხდინა, რომელსაც შავი ჩანთა შეუხამა, შემდეგ კი ის პოდიუმზე მარია ანტუანეტას იმიჯით, ვარდისფერი კავით, თეთრი ფერის ჩექმით და ამავე ფერის ხელთათმანებით წასდგა.