46 წლის ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი რამდენიმე საათის წინ პაპარაცებმა ლოს ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს. შემსრულებელი 16 წლის ქალიშვილთან Zahara-სთან ერთად იმყოფებოდა. პროდუქტების საყიდლად მიმავალი ვარსკვლავი დედა-შვილი Nordstrom-შიც იმყოფებოდა და მალევე მოექცა პაპარაცების ყურადღების ცენტრში. ანჯელინამ მონოქრომულ ფერებში გადაწყვიტა შემოსვა და გრძელ თეთრ კაბას იმავე ფერის სანდლები, კლასიკური სტილის თრენჩი და დიორის ხელჩანთა შეუხამა.