24 წლის მოდელი ჰეილი ბოლდვინი უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამსრომლობს. წლების მანძილზე მან არაერთი ბრენდული იმიჯი მოირგო და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ბრენდ Ivy Park-ის ინსტაგრამზე მისი რამდენიმე ახალი ფოტო გავრცელდა.
უახლეს კადრებში მოდელი Ivy Park X Adidas-ისთვის პოზირებს. მან მონოქრომული, ყავისფერი სამოსი მოირგო, რომელთან ერთად მსუბუქი მაკიაჟიც მოიხდინა. აღსანიშნავია, რომ მოდელი შესანიშნავად გამოიყურება.