24 წლის მოდელი ჰეილი ბოდლვინი არაჩვეულებრივი ჩაცმისს ტილით გამოირჩევა. ფანებისთვის კი მისი გამოჩენა მუდამ სასიხარულოა, რადგან მოდელი მათ იმედებს არასოდეს უცრუებს და მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. მან მოლოდინები ამჯერადაც გაამართლა, როდესაც ის ლოს-ანჯელესის ქუჩებში პაპარაცებმა დააფიქსირეს.
ჰეილიმ კლასიკური შარვალი და ბრენდ Acne Studio-ს 709 ფუნტის ღირებულების პიჯაკი მოირგო, რომელსაც ნაცრისფერი Hoodie, თეთრი კედები და Prada-ს ჩანთა შეუხამა.