35 წლის სუპერმოდელი ირინა შეიკი არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა. მისი პოპულარობიდან გამომდინარე ის პაპრაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა მისი დახვეწილი სტილით ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს.
მოდელმა ლურჯი, ჯინსის შარვალი და შავი მაისური მოირგო, რომელსაც თეთრი ფეხსაცმელი, ბრენდ GCDS-ის 605 ფუნტის ღირებულების თრენჩი და ამავე ფერის ჩანთა შეუხამა.