კემბრიჯის ჰერცოგინიის - ქეით მიდლტონის უახლესი ვირტუალური გამოჩენა დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს მიეძღვნა. ცნობილი ლამაზმანი ამჯერად ონლაინ განათლებისა და შინ სწავლების თემატიკას შეეხო, მისი აუდიტორია კი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ცნობილი სკოლის მოსწავლეთა მშობლები გახლდნენ.
ონლაინ ჩართვისთვის ჰერცოგინიამ Massimo Dutti-ს ბლეიზერი და Mango-ს ტოპი შეარჩია.