53 წლის პამელა ანდერსონ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებს თავს არიდებს, რისი მიზეზიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავმა მეექვსედ იქორწინა და მისი რჩეული მისივე დაცვის წევრი - დენ ჰეიჰერსტი გახდა.
ქორწილის ცერემონია მალულად და მოკრძალებულ გარემოში გაიმართა, ადგილად კი, ვანკუვერი შეირჩა, სადაც ვარსკვლავმა 25 წლის წინ ბებიასა და ბაბუას სახლი უყიდა.
შეგახსენებთ, რომ პამელას წინა ქორწინება ჯონ პიტერსონთან გასულ წელს სულ რამდენიმე კვირა გაგრძელდა.